მამა ანდრია შაქარაშვილის საქმეზე:

მამა ანდრია შაქარაშვილის საქმეზე: "ჩვენ ვერ ავცდებით ასეთ ტრაგედიებს, როცა ნარკოტიკების მიღება თავისუფლების აქტად ცხადდება"

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც “ტვ პირველთან” დეკანოზმა აღნიშნა, მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ახალგაზრდებს არ უნდა დაეკისროთ.

“ზოგადად, პასუხისმგებლობა უფროსმა თაობამ უნდა აიღოს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც ახალგაზრდებს სჭირდებათ განსაკუთრებული მოპყრობა. იმ ვითარებაში, რამაც გამოიწვია ტრაგედია, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ ახალგაზრდებზე სწორი არ იქნება. ჩვენ ყველამ უნდა ვიგრძნოთ ეს პასუხისმგებლობა…

დღეს ახალგაზრდას ვინმეს დაჩაგვრა ვაჟკაცობა ჰგონია, ხოლო უფროსის არ მოსმენა - თავისუფლება. აღრეულია ფასეულობები, სკოლაში რელიგიის სწავლა აღარ არის, 10-15 წელია მღვდელი ვეღარ შედის სკოლაში. რელიგიის სწავლებით გვინდოდა ადამიანები კაცთმოყვარეებად და შემწყნარებლად გაგვეზარდა.

როცა სახალხო დამცველი ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება იყოს უზრდელი და მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ ნარკოტიკების მიღება თავისუფლების აქტი და ევროპიზაციაა, ჩვენ ვერ ავცდებით ასეთ ტრაგედიებს“, - თქვა ჯაღმაიძემ.

Katana . "დღეს ახალგაზრდას ვინმეს დაჩაგვრა ვაჟკაცობა ჰგონია, ხოლო უფროსის არ მოსმენა - თავისუფლება.
როცა სახალხო დამცველი ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება იყოს უზრდელი და მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ ნარკოტიკების მიღება თავისუფლების აქტი და ევროპიზაციაა, ჩვენ ვერ ავცდებით ასეთ ტრაგედიებს“
!
სავსებით, სულით და გულით ვეთანხმები დეკანოზს!
ეგ ისეთი ჭეშმარიტებაა, ყოველდღიურად რომ პირზე უნდა ეკეროს საზოგადოებას და თავს იმტვრევდეს, რა ვქნათ, რითი გამოვასწოროთ ეს უბედურებაო!..
3 წლის უკან