არჩილ თალაკვაძემ კელი დეგნანს სტეფანწმინდაში უმასპინძლა

არჩილ თალაკვაძემ კელი დეგნანს სტეფანწმინდაში უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩს სტეფანწმინდაში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაცია არჩილ თალაკვაძემ Facebook-ზე გაავრცელა. მან კელი დეგნანთან ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც შემდეგი წარწერა დაურთო:

„საქართველოს უყვარს თავისი სტუმრები და აფასებს თავის მეგობრებს. აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სტეფანწმინდაში – სტუმარი და საქართველოს მეგობარი ერთდროულად“, - წერს თალაკვაძე.