გამოცემა „Rolling Stones”-ის ინფორმაციით, ცნობილი ჯგუფი „Deep Purple”-ს წევრები ახალი პროექტის განხორციელებას აპირებენ.
ცნობილი გახდა, რომ მომავალ წელს ჯგუფი თავის ათ ყველაზე პოპულარულ ალბომს ხელახლა გამოსცემს. ჩანაწერები ციფრულ ვარიანტში და CD ფორმატზე გამოიცემა.
მომავალი წლის 29 აპრილს დღის სინათლეს კონცერტი „Live In Paris” იხილავს.
ეს კონცერტი 1975 წლის 17 აპრილს, პარიზის „Palais des Sports”-ის დარბაზში გაიმართა. ის რიჩი ბლეკმორისთვის ჯგუფში უკანასკნელი აღმოჩნდა. მოგვიანებით ბლეკმორმა კარიერა ჯგუფში „Rainbow” გააგრძელა.
დისკს ხმის ჩამწერი სტუდია „Purple Records” მოამზადებს. მოგვიანებით გაყიდვაში ჯგუფის დანარჩენი ცხრა ალბომიც გამოჩნდება.