მიმდინარე წლის 11 დეკემბერს 92 წლის ასაკში ცნობილი ინდოელი მუსიკოსი რავი შანკარი გარდაიცვალა.
მუსიკოსის დაკრძალვის ცერემონიალი კალიფორნიის პატარა ქალაქ ენსინიტასში გაიმართა. მას ათასამდე ადამიანი დაესწრო.
დიდი ხელოვანი უკანასკნელ გზაზე სხვებთან ერთად ქალიშვილებმა ნორა ჯონსმა და ანუშკა შანკარიმ, ასევე ჯორჯ ჰარისონის ქვრივმა ოლივიამ, კინორეჟისორმა ჯო რაიტმა და მუსიკოსმა ჰერბი ჰენკოკმაც გააცილეს.
ოფიციალურ პანაშვიდზე სიტყვით ოლივია ჰარისონი გამოვიდა.
„ჯორჯს რავი შანკართან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა. მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა გახლდათ, ამიტომ მამა-შვილივით იყვნენ. შანკარმა ჰარისონის მუსიკალური შემოქმედების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.“ - განაცხადა ოლივია ჰარისონმა.