თეა წულუკიანი: დავით ჭაკუა გერმანელებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არის, თუმცა მათ ეს არ გაიზიარეს

თეა წულუკიანი: დავით ჭაკუა გერმანელებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არის, თუმცა მათ ეს არ გაიზიარეს

იუსტიციის მინისტრი საქართველოში დავით ჭაკუას ექსტრადიციას გამოეხმაურა. როგორც თეა წულუკიანმა „პირველ არხს“ განუცხადა, ამ ეტაპზე ის ერთ-ერთი პენიტენციუი დაწესებულების საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული, მისი ყველა უფლება დაცულია და სასჯელის მოხდა მან ამ ღამით დაიწყო.

მისივე თქმით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ექსტრადიციის მოთხოვნით გასული წლის დეკემბერში მიმართა.

„როგორც ჩანს, სწორედ შარშან უნდა იყოს მოცემული ძებნილი პირი გერმანიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნიდან შესული, ჩვენი ინფორმაციით ავსტრიიდან, მაგრამ ამას დღეს უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან სწორედ მიმდინარე წელს, მარტის თვეში მოხდა დავით ჭაკუას გერმანიაში დაპატიმრება საექსტრადიციო მიზნებისათვის და დაკმაყოფილდა ქართული მხარის მოთხოვნა მისი საქართველოში ექსტრადიციის შუამდგომლობა“, - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ძებნილი ჭაკუა გერმანიის სასამართლოების წინაშე აცხადებდა, რომ მისი ექსტრადიცია საქართველოში არ შეიძლება, ვინაიდან ის ვერ ისარგებლებდა სამართლიანი სასამართლოს უფლებით და გახდებოდა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, არც ერთი ეს არგუმენტი გერმანიის სასამართლომ არ გაითვალისწინა.

„მნიშვნელოვანია, რომ ძებნილი გერმანიის სასამართლოების წინაშე აცხადებდა, რომ მისი ექსტრადიცია საქართველოში არ შეიძლება ვინაიდან ის ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომ ის გახდება პოლიტიკური დევნის მსხვერლი. არც ერთი ეს არგუმენტი გერმანიის სასამართლოების მიერ არ იქნა გაზიარებული. დაკმაყოფილდა ქართული მხარის მოთხოვნა ექსტრადიციის შესახებ და COVID-იდან გამომდინარე არსებული გამოწვევების მიუხედავად, შევძელით ფრენის ორგანიზება და ვიდრე 22 ივლისს ძებნილ პირს ამოეწურებოდა საექსტრადიციო პატიმრობის ვადა, შევძელით იუსტიციის სამინისტროს ესკორტის ოფიცრების გაგზავნა გერმანიაში. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სწორედ ამისთვის გერმანიის იუსტიციის სამინისტროს, ვინაიდან ამ თანამშრომლობის გარეშე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, შესაძლო იყო, რომ ვერც მომხდარიყო ექსტრადიციის პროცესი. ძალიან აქტიურად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინტერპოლმა და ჩვენმა საელჩომ ბერლინში, რომლებმაც გააადვილებს COVID-19-დან გამომდინარე მოვლენებით გამოწვეული ძალიან ბევრი პრობლემების გადაჭრა“, - აცხადებს წულუკიანი.

მისივე თქმით, დავით ჭაკუას აქვს გასაჩივრების უფლება და თუ ის საქართველოს ტერიტორიაზე გაასაჩივრებს განაჩენს, ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

მანამდე „ქრონიკამ“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ექსტრადირებისას გადაღებული ექსკლუზიური კადრები მოიპოვა.

ძებნილი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. დავით ჭაკუას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 3 წლისა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა და ასევე ჩამორთმეული აქვს სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანამდე დავით ჭაკუას 21 დღით კარანტინში მოათავსებენ.

Maverick ფრთხილად, ნაცარასტებმა შესაძლოა გააგორონ...!
3 წლის უკან
Katana . "დავით ჭაკუა გერმანელებს ეუბნებოდა, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არის..." - აბა, რას ეტყოდა, როცა თქვენ სწორედ იმ საქმეებისათვის ასამართლებთ, რისთვისაც მიშას დროს ორდენებითა და იუსტიციის გენერალ-მაიორის წოდებით დააჯილდოვეს! :)
3 წლის უკან