დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრი კიმბერლი გილფოილი კორონავირუსით დაინფიცირდა. აღსანიშნავია, რომ ის ამავდროულად დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟის შეყვარებულია, - ამის შესახებ გამოცემა The New York Times იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, გილფოილმა ტესტი სამხრეთ დაკოტაში გამგზავრებამდე ჩააბარა, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.