ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების გულშემატკივრებს მიმართავს, რომ არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე დიდი თავშეყრა

ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების გულშემატკივრებს მიმართავს, რომ არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე დიდი თავშეყრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აბიტურიენტების მშობლებსა და ოჯახის წევრებს მიმართავს და აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოცდო ცენტრთან არ შეიკრიბონ.

"მიღებულია ჩვენთან, საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, ნათესავები. არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი.

მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება, ამიტომ ჯგუფურად ამ დროს ნუ შევიკრიბებით. მოვუწოდებ და მივმართავ გულშემატკივრებსა და ოჯახის წევრებს, არ არის აუცილებელი დიდი თავშეყრა გარე პერიმეტრზე", - ამბობს გამყრელიძე.