შორენა ბეგაშვილმა ქალიშვილს დაბადების დღეზე შეუდარებელი სიურპრიზი მოუწყო

შორენა ბეგაშვილმა ქალიშვილს დაბადების დღეზე შეუდარებელი სიურპრიზი მოუწყო

შორენა ბეგაშვილი ქალიშვილის- ევა ბარბაქაძის იუბილეს აღნიშნავს. ვარსკვლავური დედა-შვილის უახლესი კადრები კი, როგორც ყოველთვის, საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, მით უმეტეს, გამომწერებისთვის რთული აღმოჩნდა იმ სიხარულისთვის გულგრილად გვერდის ავლა, რომელიც ასე გადამდებად მოქმედებს მათი უახლესი ფოტოებიდან.

როგორც ევას მიერ გამოქვეყნებული პოსტებიდან ირკვევა, დაბადების დღის საჩუქარი აუდის მარკის ავტომობილია, რომლის გამოც ცნობილი გოგონა დედას მადლობას უხდის.

თუმცაღა თავად მსახიობისა და ტელეწამყვანის პოსტში შემდეგი ფრაზა იკითხება: "საუკეთესო საჩუქარი ჩემს ევას შენგან," - რამაც საზოგადოების ნაწილს გასაიდუმლოებულ თაყვანისმცემელზე გაუჩინა ეჭვი.