შშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მილიონერ ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი ქალი, ბრიტანელი გისლეინ მაკსველი დააპატიმრა. ამის შესახებ BBC წერს.
მას ბრალი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგსა და პროსტიტუციაში ჩაბმაში ედება. მაკსველი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პედოფილიაში ბრალდებულ ეპშტეინთან დანაშაულებრივი კავშირი არ ჰქონია.
ჯეფრი ეპშტეინი არასრულწლოვანთა ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 2019 წლის 7 ივლისს დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულმა დანაშაული 2002 და 2005 წლებში ნიუ-იორკსა და ფლორიდაში ჩაიდინა. იმავე წლის 10 აგვისტოს მილიარდერმა საკანში თავი მოიკლა. ეპშტეინის სიკვდილმა შეთქმულების თეორიები გააჩინა.