ანრი ოხანაშვილი ნათელაშვილის სტატუსზე: მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამაზე მკვეთრი რეაქცია გააკეთონ

ანრი ოხანაშვილი ნათელაშვილის სტატუსზე: მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამაზე მკვეთრი რეაქცია გააკეთონ

მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ამაზე მკვეთრი რეაქცია გააკეთონ - ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის Facebook-სტატუსს, რომელშიც ის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებით გათვალისწინებულ გენდერულ კვოტირებაზე წერს.

„ასეთი ადამიანების ადგილი არ არის ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ არის ის საკუთარ ეზოში დარჩენილი და საქართველოს პარლამენტში ვერ ხვდება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს გენდერული კვოტირების ახალ პრინციპს, რომლის მიხედვითაც პარტიულ პროპორციულ სიებში ყოველი მეოთხე განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ეს არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური - ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების არჩევნები“.