დონალდ ტრამპის თქმით, პირბადეში ის ვესტერნის პერსონაჟს ჰგავდა. ამის შესახებ Fox News-ი წერს.
„პირბადე გავიკეთე და მომეწონა, როგორც გამოვიყურებოდი მასში. მარტოხელა რეინჯერს ვგავდი“, - იხუმრა თეთრი სახლის ლიდერმა.
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი პირბადის წინააღმდეგი იყო, თუმცა დღეს თანამოქალაქეებს ნიღბების ტარებას ურჩევს.