დალაი ლამამ თავისი სადებიუტო ალბომიდან მორიგი კომპოზიცია გამოაქვეყნა

დალაი ლამამ თავისი სადებიუტო ალბომიდან მორიგი კომპოზიცია გამოაქვეყნა

ტიბეტის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ თავისი სადებიუტო ალბომიდან Inner World (შიდა სამყარო) ახალი კომპოზიცია One of My Favorite Prayers გამოუშვა.

Assosiated Press-ს ინფორმაციით, ალბომი 6 ივლისს გამოვა და დალაი ლამას 85 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ჩანაწერში 11 კომპოზიცია შედის. ეს დალაი ლამას შესრულებული კლასიკური ბუდისტური მანტრებია, რომლებიც ნიუ-ეიჯის სტილის მუსიკის ფონზე ჟღერს.