კელი დეგნანი: მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ალბათობა მაღალია, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება

კელი დეგნანი: მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ალბათობა მაღალია, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება

მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ალბათობა მაღალია, რომ რუსეთი საქართველოს არჩევნებში ჩარევას ეცდება - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა GIP-ის დემოკრატიის ყოველწლიურ, რიგით მე-5 კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში იმართება.

კელი დეგნანის თქმით, საქართველო რუსეთის ერთ-ერთი სამიზნეა.

„ყველამ ვნახეთ თუ რამდენად აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ერევა სხვა ქვეყნების არჩევნებში. რა თქმა უნდა, საქართველო ერთ-ერთი სამიზნეა. პარტნიორები ეხმარებიან საქართველოს, რომ ხალხა შეძლოს ინფორმაციის გარჩევა. მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ალბათობა მაღალია, რომ რუსეთი ეცდება ჩარევას საქართველოს არჩევნებში. ახლახან განხორციელდა კიბერთავდასხმა საქართველოზე რუსეთის მხრიდან“- განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

Aburjga Tasmanieli მართალი ბრძანდებით ქალბატონო ელჩო, რუსეთი ნამდვილად ეცდება არჩევნებში ფარულად ჩარევას! მაგრამ იმას რა ვუყოთ თქვენი ქვეყანა- აშშ და ევროკავშირი - ევროპარლამენტი, სერთაშორისო სავალიუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, ... და რა ვიცი ყველა ძაღლი და ღორი... რომ უცერემონიოდ ერევიან არა მარტო არჩევნებში, არამედ ქვეყნის საშინაო ცხოვრების ყველა ნიუანსში?!
4 წლის უკან