კელი დეგნანი: საქართველოს მხარდაჭერა ამერიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა

კელი დეგნანი: საქართველოს მხარდაჭერა ამერიკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა

საქართველოს მხარდაჭერა ამერიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამერიკა ყოველთვის გააგრძელებს სტრატეგიულ რეგიონებზე ფოკუსირებას, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა GIP-ის დემოკრატიის ყოველწლიურ, რიგით მე-5 კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წელს ონლაინ ფორმატში იმართება.

„საქართველოს მხარდაჭერა ამერიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამერიკის მხარდაჭერა არა მხოლოდ საერთო ღირებულებებზე დგას, არამედ ეს ასევე არის საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები. გვიხარია, რომ დამტკიცდა საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის შეთანხმების შედეგი იყო. ეს უსვამს ხაზს მნიშვნელოვან ვალდებულებას, რომელიც ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას. ამერიკა ყოველთვის გააგრძელებს ფოკუსირებას სტრატეგიულ რეგიონებზე. ეს რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება საქართველოს წარმატებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ელჩმა.