შაქარაშვილის ბიძა: დნმ-ის ნიმუში თუ დაემთხვა ვინმეს ნიმუშს, ეს იქნება გამართული მკვლელობა

შაქარაშვილის ბიძა: დნმ-ის ნიმუში თუ დაემთხვა ვინმეს ნიმუშს, ეს იქნება გამართული მკვლელობა

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ დაღუპულს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნებოდა, მაგრამ არა მოტეხილობების სახით.

„ველოდები არა მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზას, არამედ გენეტიკურსაც.

თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ხიდის ქვეშ დატოვებულ ჩანთაზე აღმოჩნდება ინციდენტში მონაწილე რომელიმე პირის დეენემი და ამავდროულად, გაირკვევა, რომ გიორგის დაზიანებები სიცოცხლეში ჰქონდა მიყენებული, მას ვეღარაფერი გადაარჩენს. ეს იქნება გამართული მკვლელობა,“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე „ტვ პირველის“ ეთერში.