დღეს ჩვენ ხობში, სენაკსა და მარტვილში ერთდროულად ვხსნით, სასწრაფოს გადაუდებელ ცენტრებისთვის შენობა-ნაგებობებს და შესაბამისად, ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ სამუშაო პირობები, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ სენაკში სასწრაფოს გადაუდებელი ცენტრის გახსნაზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, სასწრაფოს თანამშრომლებს სჭირდებათ სათანადო პირობები, რადგან ეს ადამიანები დგანან წინა ხაზზე და იბრძვიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად.
„დღეს ეს არაა მხოლოდ ერთი სიახლე და არ შემოვიფარგლებით მხოლოდ შენობით. რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ, რომ გვინდოდა გაგვეუმჯობესებინა სახელფასო ანაზღაურება ჩვენი ექიმებისთვის. დღეიდან, 1-ლი ივლისიდან სასწრაფოს თანამშრომლებს და ჩვენს ოჯახის ექიმებს ხელფასი 100 ლარით მოემატებათ. ეს არაა ის ღირსეული ანაზღაურება რასაც თქვენ იმსახურებთ, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი", - აღნიშნა ტიკარაძემ.