თურქეთში 60-მდე მიგრანტით სავსე გემი ჩაიძირა

თურქეთში 60-მდე მიგრანტით სავსე გემი ჩაიძირა

თურქეთში, ვანის ტბაზე, ქვეყნის აღმოსავლეთით, მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა. ამის შესახებ თურქული მედია შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუზე დაყრდნობით წერს.

გემზე 60-მდე არალეგალური მიგრანტი იმყოფებოდა. 6 ადამიანი დაიღუპა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ჩაძირული გემი ტბის ფსკერზე 110 მეტრის სიღრმეზეა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 11 ადამიანი. მიმდინარეობს სამაშველო-სამძებრო ოპერაცია.