ალუბლის მურაბა

ალუბლის მურაბა

ინგრედიენტები

წყალი - 100 მლ

შაქარი - 700 გ

ალუბალი - 1 კგ

მომზადების წესები

ალუბალი გარეცხეთ, კურკა გამოაცალეთ და დააყარეთ შაქარი.

დატოვეთ რამდენიმე საათი ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ დაასხით წყალი და წამოადუღეთ.

მოხადეთ თავზე წამოსული ქაფი, ადუღეთ 10 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.

გააციეთ ბოლომდე, რამდენიმე საათის შემდეგ კი ხელახლა წამოადუღეთ და ცხელივე გადაიტანეთ სუფთა მინის ქილებში.