დღეს ჩვენ ხობში, სენაკსა და მარტვილში ერთდროულად ვხსნით, სასწრაფოს გადაუდებელ ცენტრებისთვის შენობა-ნაგებობებს და შესაბამისად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სამუშაო პირობები, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ სენაკში სასწრაფოს გადაუდებელი ცენტრის გახსნაზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, სასწრაფოს თანამშრომლებს სჭირდებათ სათანადო პირობები, რადგან ეს ადამიანები დგანან წინა ხაზზე და იბრძვიან ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად.