ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ ამომრჩეველს აღარ ეშინია, რომ მის ხმას ვიღაც გააკონტროლებს

ირაკლი კობახიძე: 2012 წლის შემდეგ ამომრჩეველს აღარ ეშინია, რომ მის ხმას ვიღაც გააკონტროლებს

2012 წლის შემდეგ ამომრჩეველს აღარ ეშინია, რომ ვიღაც გააკონტროლებს ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.

„ეს გამოიხატება არჩევნების შედეგებშიც, მაგალითად, ჩვენ სამუშაო ჯგუფში განხილვების დროს ხშირად მოგვყავდა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მაგალითი, სადაც ჩვენმა აქტივისტებმა 20 ათასი ამომრჩევლის მობილიზება განახორციელეს, „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად მიიღო 20 ათასი ხმა, თუმცა მერობის კანდიდატმა, იგივე მუნიციპალიტეტში მიიღო 15 ათასი ხმა, 5 ათასი ხმით ნაკლები იმის გამო, რომ კონკრეტულ კანდიდატს ნაკლები რეიტინგი ჰქონდა. როგორც არ უნდა მიიყვანო შენ 20 ათასი ამომრჩეველი საარჩევნო უბანთან, თუ მხარდაჭერა არ აქვს კანდიდატს, ეს ამომრჩეველი მას ხმას არ აძლევს, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ ამომრჩეველს აღარ ეშინია 2012 წლის შემდეგ, რომ ვიღაცა მის ხმას გააკონტროლებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.