გარგრის მურაბა

გარგრის მურაბა

ამ  რეცეპტით  თუ  იხელმძღვანელებთ  გარგარი  არც  ფერს  დაკარგავს  ხარშვისას  და  არც  გემოს.

ინგრედიენტები

წყალი - 1 ჭიქა

შაქარი - 1,5 კგ

გარგარი - 1 კგ

მომზადების წესები

გარეცხეთ  გარგარი,  შუაზე  დახეთქეთ,  გამოაცალეთ  კურკა  და  რამოდენიმე  ადგილზე  ფრთხილად  ჩაჩხვლიტეთ.

ძალიან  ნელ  ცეცხლზე   მოადუღეთ  1,5  კგ  შაქრის  და  1 ჭიქა  წყლის  სიროფი.

ცხლადვე  დაასხით  გამზადებულ  გარგარს  და  გააჩერეთ  24  საათი.

მეორე  დღეს  შემოდგით  მურაბიანი  ჯამი  ნელ  ცეცხლზე,  წამოადუღეთ  და  გადმოდგით  გასაგრილებლად. ასე  გაიმეორეთ  კიდევ  ერთხელ.

მესამე  ჯერზე  მურაბას  გააჩერებთ  ცეცხლზე,  სანამ  გარგარი  არ  მოიხარშება.  არ  დაგავიწყდეთ  ქაფის  მოხდა.

ფრთხილად  ჩაასხით  ქილებში  ცხლადვე  და  მჭიდროდ  დაახურეთ  თავი.