მე როცა გენდერზე ვსაუბრობდი, გეშლება ეს ტენდერიაო, მეუბნებოდნენ. არარიო ასეთი სიტყვა ტენდერი, ეტყობა თქვენ გეშლებათ... იმ დროიდან დავიწყე ამ საკითხზე მუშაობა - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ, დღეს რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
„ამ საკითხმა განიცადა მეტამორფოზა. ახლა ამ ცნებაში ყველაფერია ჩაყრილი. კოლეგა მამაკაცების საყურადღებოდ ვამბობ, აქ ასე არ დგას საკითხი, რომ თქვენ დაგვითმოთ სიაში ადგილი ან ჩვენ რაღაცას გართმევთ. აქ ბალანსირება უნდა მოხდეს. მიმაჩნია, რომ როგორც დროებითი მექანიზმი, რომ ამ საკითხის დაბალანსებას მივცეთ ბიძგი და აკუმულირება მოხდეს იმის, რომ სია დაბალანსებული იყოს ამისთვის ვიღებთ კანონს“, - აღნიშნა მარშანიამ.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.
საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები ეუთო-ს რეკომენდაციებს ეფუძნება. რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიაკამპანიასა და საეთერო დროს, წინასაარჩევნო გარემოს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრევენციას, საარჩევნო დავების განხილვასა და არჩევნების მეორე ტურს შეეხება. ცვლილებები ეხება პარტიების სახელმწიფო დაფინანსებას და გენდერულ კვოტებს.