ამერიკელი მსახიობი კარლ რაინერი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი კარლ რაინერი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი კარლ რაინერი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 98 წლის მსახიობი ბუნებრივი მიზეზებით, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. რაინერი პოპულარული კომედიური „დიკ ვან დაიკის შოუს“ თანაავტორი და მსახიობი იყო. თუმცა თანამედროვე მაყურებელი მას „ოუშენის მეგობრების“ ტრილოგიით უფრო იცნობს, სადაც მან სოულ ბლუმის როლი შეასრულა.

ამასთან, ის თამაშობდა სერიალებში „ექიმი ჰაუსი“, „პარკები და დასვენების ზონები“, ახმოვანებდა მულტფილმს „სათამაშოების ისტორია“.