გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 44 766 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 44 766 შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 44 766 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსს კიდევ 1 277 ადამიანი ემსხვერპლა. საერთო ჯამში აშშ-ში კორონავირუსის 2 635 538 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 127 425 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.