არჩილ თალკავაძე: „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პარლამენტის ამუშავებას ითხოვდნენ, ხოლო ახლა თავად არ მონაწილეობენ სხდომებში

არჩილ თალკავაძე: „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პარლამენტის ამუშავებას ითხოვდნენ, ხოლო ახლა თავად არ მონაწილეობენ სხდომებში

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში პარლამენტის ამუშავებას ითხოვდნენ, ხოლო ახლა თავად არ მონაწილეობენ სხდომებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„მინდა გავიხსენო კონკრეტულად ამ ორი პოლიტიკური პარტიის განცხადებები საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტი გადასული იყო საგანგებო რეჟიმში. მე მახსოვს, ისინი გვსაყვედურობდნენ ჩვენ და მათი მედიასაშუალებები ამას აკეთებდნენ ძალიან დიდი მონდომებით, რომ პარლამენტი რატომ არ მუშაობს, მოვიწვიოთ სხდომები, ჩავატაროთ განხილვები, რატომ ვკარგავთ დროს და ამ ფონზე დღეს მით უფრო ცინიკური და ალბათ ღიმილის მომგვრელიც არის ამ პარტიების ქცევა, როდესაც პარლამენტი ნორმალურ რეჟიმში საქმიანობს, მეტიც, საგანგებო სესია გვაქვს მოწვეული, რომ დროულად დავასრულოთ ეს რეფორმა და რაც დავპირდით საზოგადოებას, ის გავაკეთოთ ბოლომდე, ამ დროს ზუსტად არც განხილვებში მონაწილეობენ, არც ბიუროს სხდომაზე. აგერ ხედავთ, რომ ეს ადამიანები არ ჩანან. ვფიქრობ, ჩვენი მოქალაქეები სათანადო დასკვნებს გამოიტანენ აქედან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ.