საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებაა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„ეს ცვლილებები ეფუძნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს და ჩვენ როგორც ქვეყანა, ასევე როგორც პოლიტიკური ძალა და მართველი პოლიტიკური პარტია, კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს პარტნიორებს, რომ დემოკრატიული პრინციპების ერთგული ვართ. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც ამ რეფორმების ყველაზე ძლიერ მხარდაჭერად აცხადებდა თავს, დღეს ბიუროს სხდომას არ ესწრება. საკომიტეტო განხილვაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ. ალბათ ამასაც გარკვეული ახსნა სჭირდება, მათ უნდა აუხსნან საზოგადოებას, რომ რასაც განცხადებებში ეთანხმებიან, მხარს უჭერენ და მერე ამბობენ, რომ ეს მათთვის ყოველთვის იყო დიდი სურვილი და ინიციატივა, როგორ ხდება მერე, რომ იმ საკითხების განხილვაში არ მონაწილეობენ და როგორ ხდება რომ კენჭისყრაში ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს მხარს აღარ უჭერენ “, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ.