ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე, რომელიც

ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გარიცხა, „ევროპული საქართველოს“ რიგებში გაწევრიანდა

ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გარიცხა, „ევროპული საქართველოს“ რიგებში გაწევრიანდა.

კახიძე გიგი უგულავამ და ოთარ კახიძემ ბრიფინგზე წარადგინეს.

მათი თქმით, ქართულმა ოცნებამ რომ გაიგო კახიძე ტოვებდა მათ რიგებს, დაასწრეს და გარიცხეს.

„ჩვენ გუნდს შემოუერთდა ბათუმის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან, თემურ კახიძე. მას შემდეგ, რაც ამის შესახებ მმართველ პარტიაში გუშინ შეფუცხუნდნენ, აამოქმედეს ყველა მექანიზმი, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან გადაწყვეტილება კახიძემ პრინციპების მიხედვით მიიღო. „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარაფერი მოახერხა და დაასწრო განცხადების გავრცელება, რომ იგი პარტიიდან გარიცხეს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

კითხვაზე, რატომ არასდროს წასულა კახიძე მმართველი პარტიის წინააღმდეგ და რატომ ემხრობოდა საკრებულოს ყველა გადაწყვეტილებას - კახიძემ განაცხადა, რომ „ის იყო პასიურ მდგომარეობაში და ეს მეტყველებდა იმაზე, რომ ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა მმართველ გუნდს".

თერმურ კახიძემ საკრებულოს იურიდიულ კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა.

ამასთან, ამ განცხადებამდე „ქართულ ოცნებიდან“ ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა, ნატალია ზოიძემ განაცხადა, რომ კახიძე მმართველი გუნდიდან ოპოზიციასთან გარიგებებში შესვლის გამო გარიცხეს.