დაყოფა. ჩემი აზრით, ამ კვოტების ასე ხელოვნურად დაგეგმვა ძალიან ბევრ კითხავს გააჩენს. მგონია, რომ ეს ქალებისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს. უნდა უთხრა, რომ არ გაქვს კვალიფიკაცია, მაგრამ ვინაიდან ქალი ხარ, უნდა მიგიღოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ეს რეგულაციები გასაგები და მისაღებია ჩემთვის, მაგრამ გენდერულ კვოტირებაზე ჩემი პოზიცია არ შემიცვლია. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ადამიანები იზომებიან კვალიფიკაციითა და ცოდნით, ამიტომ არაა საჭირო საზოგადოების ქალებად და კაცებას, ცოლიანებად და უცოლოებად დაყოფა. ჩემი აზრით, ამ კვოტების ასე ხელოვნურად დაგეგმვა ძალიან ბევრ კითხავს გააჩენს. მგონია, რომ ეს ქალებისთვის შეურაცხმყოფელი უნდა იყოს. უნდა უთხრა, რომ არ გაქვს კვალიფიკაცია, მაგრამ ვინაიდან ქალი ხარ, უნდა მიგიღოთ. ეს ბევრ უხერხულობას წარმოშობს. თუ ეს დირექტივაა და უბრალოდ უნდა შესრულდეს, შესაძლებელია თუ არა ამაზე უფრო რაციონალური მიდგომა ჩამოვაყალიბოთ? ისეთ ქალბატონებს ვიცნობ, რომელთაც ცოდნითა და კვალიფიკაციით 10, 20 და 30 კაცი ვერ დაუდგება გვერდით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.