გიორგი გახარია არის ღირსეული ადამიანი, რომელმაც ბევრჯერ ჩააბარა გამოცდა ქართული საზოგადოების წინაშე. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ის აღმოჩნდა იმდენად კარგი კრიზის-მენეჯერი, რომ მათ შორის მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ მიღწევებით, რომლებზეც პანდემიასთან ბრძოლის კუთხით შეგვიძლია ვისაუბროთ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ კითხვას, მისაღებია თუ არა მისთვის, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის სათავეში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყოს.
„გიორგი გახარია არის ღირსეული ადამიანი, რომელმაც ბევრჯერ ჩააბარა გამოცდა ქართული საზოგადოების წინაშე. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ის აღმოჩნდა იმდენად კარგი კრიზის-მენეჯერი, რომ მათ შორის მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყანა ამაყობს იმ მიღწევებით, რომლებზეც პანდემიასთან ბრძოლის კუთხით შეგვიძლია ვისაუბროთ. ის აღმოჩნდა იმ მენეჯერული სისტემის სათავეში, რომელმაც მოახერხა ის, რაც ბევრმა ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ქვეყანამ ვერ მოახერხა“, - განაცხადა მდინარაძემ.