“ვინ გიწერთ სცენარებს? ვერ ხვდებით რომ ამხელა პროექტის გაქილიკება წამგებიანია?”

“ვინ გიწერთ სცენარებს? ვერ ხვდებით რომ ამხელა პროექტის გაქილიკება წამგებიანია?”

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში წერს:

"არ დავწერდი, მაგრამ მეორე დღეა იმდენი "პოსტი" და კომენტარი შემხვდა...

თავისი სახსრებით აშენებს და ზოგმა ჩუმად რატომ ჩავიდაო? ერთმა ახლადგაპოლიტიკოსებულმა, ასე ჩუმ-ჩუმად ივლიო, თითქოს ამის ეშინია.

ზოგმა პომპეზურად რატომ ხსნისო, სტუმრები რატომ მიჰყავსო?

ჩუმად რასაც აშენებდა, ისიც ეყო, ზოგი დღემდე არ ვიცით, ზოგს სხვა ითვისებს.

ეს ყველაფერი იქეთ იყოს და რამდენიმე კითხვას დაგისვამთ:

  1. თქვენ რომ აშენებდეთ და მშენებლობასა და შემდგომ ფუნქციონირებაზე მილიარდს ხარჯავდეთ, სანახავად არ ჩახვალთ?
  2. თქვენ ხომ იგივე ხალხი ხართ (შესაძლოა ყველას არ გეხებოდეთ), ვისაც არ გჯეროდათ აშენების და სიხარულით უცქეროდით ტელესიუჟეტებს, ჭაობშია ყველაფერი, არაფერი შენდებაო,?
  3. თავად რაიმე გიჩუქებიათ სახელმწიფოსთვის? დეპუტატების ნაწილმა სტოპკოვიდში რომ ხელფასების მესამედი არ გადარიცხეს, გავიგეთ.
  4. ხალხმა ხომ იცის ვინ რითი მოვიდა პოლიტიკაში. ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ მილიონერებს არ გიფიქრიათ რაიმე თქვენც გააკეთოთ ქვეყნისთვის? რომელიმე რაიონში ან სკოლა ან პროფესიული სასწავლებელი ააშენეთ. გენანებათ ან არ თვლით თავს ვალდებულად? ყველას არ ეხება, თუმცა, განსაკუთრებით ეხებათ ტელევიზიების დამფინანსებლებს.
  5. ქუთაისის უნივერსიტეტის თემის ბათუმის უნივერსიტეტის დახურვით გადაფარვა აღარ მოძველდა?
  6. ვინ გიწერთ სცენარებს? ვერ ხვდებით რომ ამხელა პროექტის გაქილიკება წამგებიანია?

შეკვეთილზე ქილიკმა ხომ მოგიტანათ დივიდენდები. ბევრი დღემდე წერს არ შეგვიშვებენო. ორი კვირა დარჩა.

სულ რომ მთელი ფეისბუკი ააწრიალოთ, ისტორია ხომ იცით რომ ამ კინკლაობებს ფეისბუკის არქივში დატოვებს, უნივერსიტეტს კი შერჩება ქველმოქმედის სახელი?!

არც მოკლევადიან პერსპექტივაშია მომგებიანი. ასეთი გაუთვლელი ნაბიჯების გამო, გაზაფხულის თოვლივით გადნებათ ხელში მომხრეები...

თქვენი საქმის თქვენ იცით. უბრალოდ, ხანდახან, როცა ლაპარაკი წამგებიანია, დუმილი სჯობს..."