მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, ნიუ-იორკის „მედისონის“ დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
ამ ღონისძიებიდან შემოსული მთლიანი თანხა ქარიშხალი „სენდისაგან“ დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხა.
ამ კონცერტში არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ ბრიუს სპრინგსტინი, როჯერ უოტერსი, ბილი ჯოელი, პოლ მაკარტნი, ერიკ კლეპტონი, „The Who”, “Bon Jovi” და „The Rolling Stones”.
ღონისიება ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მუსიკოსებმა 50-მდე კომპოზიცია შეასრულეს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2013 წლის 22 იანვარს გაყიდვაში ორმაგი ალბომი გამოჩნდება, რომელზეც 12 დეკემბერს შესრულებული კომპოზიციები იქნება წარმოდგენილი.