"მეგან მარკლმა პრინცი ჰარი შეარცხვინა" რა მოხდა პრინცესა ევგენიას ქორწილში?

"მეგან მარკლმა პრინცი ჰარი შეარცხვინა" - მსგავსი სათაურით ტაბლოიდები ახალ ინფორმაციას ავრცელებენ, რომელიც სამეფო ოჯახში მომხდარ ძველ მოვლენებს ეხება.

ალბათ, ყველას გახსოვთ პრინცესა ევგენიას და ჯეკ ბრუკსბენკის ქორწილის ცერემონია, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს ჩატარდა.

სასექსის ჰერცოგინიამ აღნიშნულ დღეს გადაწყვიტა, რომ საკუთარი ორსულობის საზოგადოებისთვის გამხელა საუკეთესო მომენტი იქნებოდა.

უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომ ქორწილი სამეფო ოჯახის იყო, ასეთ მნიშვნელოვან დღეს ეგრეთწოდებული limelight-ის "მოპარვა" და მათი ყურადღების მიპყრობა უტაქტო საქციელია, რაც სასექსის ჰერცოგინიას არ ეკადრებოდა, ამიტომ პრინცმა ჰარიმ აღნიშნულ დღეს თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.