სალომე სამადაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები წინ გადადგული ნაბიჯია, მაგრამ რჩება ძალიან მძიმე პოლიტიკური პოლარიზაცია

სალომე სამადაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები წინ გადადგული ნაბიჯია, მაგრამ რჩება ძალიან მძიმე პოლიტიკური პოლარიზაცია

საკონსტიტუციო ცვლილებები წინ გადადგული ნაბიჯია, მაგრამ რჩება ძალიან მძიმე პოლიტიკური პოლარიზაცია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამწუხაროა, რომ გუშინ ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გაუშვა შანსი ხელიდან, რომ მიგვეღო პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებული საკონსტიტუციო ცვლილებები. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ძალიან ძვირი დაუჯდა ქართველ ხალხს. მიმაჩნია,ზოგადად წინ გადადგული ნაბიჯია, მაგრამ პოლიტიკური პოლარიზაცია რჩება ძალიან მძიმე და როგორც სჩანს, ხელისუფლება არ აპირებს, გადადგას ნაბიჯები, რომ მივიღოთ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო, ან არჩევნები, რომელიც ხარისხობრივად იქნება უკეთესი ვიდრე წინა არჩევნები. რა თქმა უნდა, გაგრძელდება საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა, რადგან ერთადერთი გზა რომ ბიძინა ივანიშვილი ვაიძულოთ რამე წესები დაიცვას ეს, არის საერთაშორისო ზეწოლა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 117-მა დეპუტატმა, 3-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა. კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპული საქართველო“ არ მონაწილეობდა.