ინტერპოლი დონალდ ტრამპს საერთაშორისო ძებნაში არ გამოაცხადებს

ინტერპოლი დონალდ ტრამპს საერთაშორისო ძებნაში არ გამოაცხადებს

ინტერპოლი ირანის შესაძლო მოთხოვნას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების შესახებ არ განიხილავს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, ირანის ხელისუფლების მოთხოვნა ეწინააღმდეგება ინტერპოლის წესდებას.

„ინტერპოლის კონსტიტუციის მე-3 მუხლის თანახმად, ორგანიზაციას მკაცრად ეკრძალება პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის რაიმე ჩარევა ან ქმედება განახორციელოს. ამიტომაც, თუ მსგავს მოთხოვნას მივიღებთ, ჩვენი კონსტიტუციისა და წესების თანახმად, ინტერპოლი ამგვარი სახის მოთხოვნას არ განიხილავს“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის ხელისუფლებამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაკავების ორდერი გასცა.

ამასთანავე, ირანი ინტერპოლს მიმართავს, რათა დახმარება გაუწიონ დონალდ ტრამპის დაკავებაში.

თეირანის პროკურორის, ალი ალყასიმერის განცხადებით, ირანი დონალდ ტრამპსა და კიდევ 30 პირს 3 იანვარს გენერალ ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციის ორგანიზებაში ადანაშაულებს.

3 იანვარს ერაყში, ბაღდადის აეროპორტის მახლობლად აშშ-ის სარაკეტო დარტყმას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების რაზმ „ალ-ქუდსის“ ლიდერი, გენერალი ყასემ სულეიმანი ემსხვერპლა.