გიორგი კანდელაკი: ევროკავშირის განცხადება „ევროპულ საქართველოს“ საკუთარ თავზე არ მიგვიღია

გიორგი კანდელაკი: ევროკავშირის განცხადება „ევროპულ საქართველოს“ საკუთარ თავზე არ მიგვიღია

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ე​ვროპულ საქართველოს“ ევროკავშირის განცხადება საკუთარ თავზე არ მიგვიღია, რადგან მაშინაც კი, როცა გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა ჩვენს პარტნიორთან, გერმანიის ელჩთან, რა თქმა უნდა, „ევროპული საქართველო“ ყოველთვის იცავდა საერთოდ მიღებულ ეტიკეტს და აღიარებულ დიპლომატიურ ნორმებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე შეფასებით, ელჩი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კონტროვერსიებში არ უნდა შედიოდეს.

„რა თქმა უნდა, სამწუხაროა და ამას სიმპათიით და კეთილგანწყობით ვამბობთ გერმანიის ელჩის მიმართ, რომ ელჩი არ უნდა შედიოდეს იმ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ კონტროვერსიებში, სადაც არის, მითუმეტეს, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომელიც იცავს უმცირესობების უფლებებს. უმცირესობებისა, რომლებიც ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ასეთ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონფლიქტში არ უნდა შედიოდეს და არც ფედერალური პროკურატურის სიტყვებს თარგმანში არ უნდა კარგავდეს“, – აღნიშნა კანდელაკმა.

29 ივნისს ევროკავშირმა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმების საგანი გიორგი რურუას გათავისუფლება არ ყოფილა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.

Maverick არა, უყურეთ ერთი ამ ანონიმშჩიკს და მესიჟბოქს ფეიკების წრუწუნას, რა დღეშია, შარვალიდან უნფხვოდ ხტება!
3 წლის უკან