თუ Neverland-ს მყიდველი არ გამოუჩნდა, შესაძლოა დაინგრეს. ამის შესახებ Mirror წერს.
პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის კუთვნილი მამული Neverland-ი აშშ-ში კალიფორნიის შტატში მდებარეობს. ჯექსონი აქ 15 წელი, გარდაცვალებამდე (2009 წელი) ცხოვრობდა. ადრე მამულს Sycamore Valley Ranch ერქვა, თუმცა პოპ-მუსიკის მეფემ, მისი საყვარელი გმირის პიტერ პენის საპატივცემულოდ სახელი შეუცვალა.
Neverland-ი 1982 წელს აშენდა. მამულში არის 6 საძინებელი, აუზი, ბაღები და ზოოპარკი. მამულის ტერიტორიაზე არის ტბა, სამი სასტუმრო სახლი და მშვენიერი ხედი მთების პეიზაჟით. ჯექსონმა ეს ადგილი 1988 წელს იყიდა. შესყიდვის თანხა $19,5-დან $30 მილიონამდეა.
2003 წელს მომღერალი პედოფილიაში დაადანაშაულეს. სახლი ჯექსონის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ გასაყიდად გამოიტანეს. 2019 წელს Neverland-ი $31 მილიონად იყო შეფასებული. თუმცა გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.
გამოცემის ცნობით, რეალტორები აცხადებენ, რომ თუ მამული არ გაიყიდა, მაშინ Neverland-ი შესაძლოა დაინგრეს.