„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინელი ჟურნალისტების განცხადებებს შეკვეთილ კამპანიად აფასებს

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინელი ჟურნალისტების განცხადებებს შეკვეთილ კამპანიად აფასებს

„ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინელი ჟურნალისტების განცხადებებს შეკვეთილ კამპანიად აფასებს.

რომან გოცირიძის თქმით, სააკაშვილის დამსახურება უკრაინაში ყველამ კარგად იცის და ის არის მოტორი, ადამიანი, რომელიც უზარმაზარ ქვეყანას ექაჩება თავისი ენერგიითა და ძალით.

„ბუნებრივია, ეს არის სააკაშვილის წინააღმდეგ კამპანიის აგორება, რომლის შედეგიც იქნება ნული. სააკაშვილის დამსახურება უკრაინაში ყველამ კარგად იცის, ის არის მოტორი, ადამიანი, რომელიც უზარმაზარ ქვეყანას ექაჩება თავისი ენერგიითა და ძალით. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა უკრაინა ის რომ არ ჩასულიყო და ეს ისტორიული ფაქტი არ მომხდარიყო. ქვეყნის იმედია კორუფციის დამარცხებასა და რეფორმების გატარებაში და ამ დროს, ვიღაც ჟურნალისტი რაღაცას იტყვის, ეს არარეალურია“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება სალომე სამადაშვილს, ის აცხადებს, რომ ოლეგ დეინაკას და ვალერი ტოვმაჩის განცხადებებს არ იცნობს და ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.