სალომე სამადაშვილი: გვაქვს უფლება, არ დავეთანხმოთ ამა თუ იმ სახელმწიფოს ელჩის კონკრეტულ გამონათქვამს

სალომე სამადაშვილი: გვაქვს უფლება, არ დავეთანხმოთ ამა თუ იმ სახელმწიფოს ელჩის კონკრეტულ გამონათქვამს

გვაქვს უფლება, არ დავეთანხმოთ ამა თუ იმ სახელმწიფოს ელჩის კონკრეტულ გამონათქვამს და სწორედ ეს დავაფიქსირეთ, როდესაც ვაფასებდით გერმანიის ელის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას 8 მარტის შეთანხმებაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გერმანიის ელჩმა გარკვეულწილად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სხვა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, როდესაც განსხვავებული აზრი დააფიქსირა.

„მე არ მახსენდება „ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე წევრის განცხადება, რომელიც არღვევს დიპლომატიურ ეტიკეტს და იმ ფარგლებს, რომელიც არსებობს ურთიერთობისთვის ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებთან. ყოველთვის გვაქვს უფლება, არ დავეთანხმოთ კონკრეტულ გამონათქვამს ამა თუ იმ სახელმწიფოს ელჩის და სწორედ ეს დავაფიქსირეთ, როდესაც ვაფასებდით გერმანიის ელის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას 8 მარტის შეთანხმებაზე. როდესაც მან გარკვეულწილად უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა სხვა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, როდესაც განსხვავებული აზრი დააფიქსირა ამ საკითხთან დაკავშირებით. გერმანიის ელჩის აზრს არ დაეთანხმნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, როდესაც მან გააკეთა შეფასება სოფო კილაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმების საგანი გიორგი რურუას გათავისუფლება არ ყოფილა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.