ჯასტინ ბიბერმა, 2 ქალის წინააღმდეგ 20-მილიონიანი სარჩელი შეიტანა, ისინი მომღერალს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ

ჯასტინ ბიბერმა, 2 ქალის წინააღმდეგ 20-მილიონიანი სარჩელი შეიტანა, ისინი მომღერალს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ

ჯასტინ ბიბერმა, 2 ქალის წინააღმდეგ 20-მილიონიანი სარჩელი შეიტანა, ისინი მომღერალს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ორმა ქალმა ბრალდება Twitter-ზე გამოაქვეყნა. ხოლო ბიბერის სარჩელი ამ ბრალდებას გაყალბებულს უწოდებს. ერთ-ერთი ქალი, რომელიც Twitter-ზე Kadi-ს სახელითაა წარმოდგენილი, ირწმუნება, რომ ბიბერმა 2015 წლის 5 მაისს, ნიუ იორკში მდებარე სასტუმროში მასზე სექსუალურად იძალადა. ბიბერის სარჩელში ბრალდება მოაზრებულია, როგორც შეუძლებელი.

როგორც წერილშია ნათქვამი, - „ქალები მხარს უჭერენ მხოლოდ ფალსიფიცირებულ, ან ყალბ ტექსტებს, ხოლო რაც შეეხება ბრალდებებს, ეს სრულიად ყალბია, მათ სურთ დიდებისა და ყურადღების მოპოვება, უამრავი მოწმეა და ისინი ეწინააღმდეგებიან Kadi-ს სიცრუეს“, - აღნიშულია ბიბერის სარჩელში.