ჰოლივუდი კორონავირუსის პანდემიაზე ფილმს გადაიღებს

ჰოლივუდი კორონავირუსის პანდემიაზე ფილმს გადაიღებს

კინოკომპანია SK Global Entertainment-ი კორონავირუსის პანდემიაზე ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal-ი იტყობინება.

ფილმის სცენარზე ჩარლზ რედფოლდი მუშაობს. „ის, თუ როგორ გავრცელდა ღამურებიანი გამოქვაბულიდან უჰანში ვირუსი არის საკითხი, რომელზეც, ალბათ, პასუხი დიდი ხნის განმავლობაში არ გვექნება. ეს იქნება უფრო სამედიცინო დრამა, ვიდრე ტრილერი პანდემიაზე. ერთია ის, თუ როგორ ებრძოლო ურჩხულს, მეორე კი ის, თუ როგორ ებრძოლო მას სიბნელეში,“-აცხადებს სცენარისტი.

ფილმის გადაღებები ჩინეთში სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაიწყება.