ელექტრონული თუ ბეჭდური სახელმძღვანელოები?!

ელექტრონული თუ ბეჭდური სახელმძღვანელოები?!

რამდენად შეცვლის ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნა კომპიუტერთან ისედაც მიჯაჭვული მოზარდების ფსიქიკას?

განათლების სამინისტრომ გამომცემლობებს 2020-21 სასწავლო წლისთვის ელექტრონული წიგნების მომზადების დავალება მისცა. ონლაინ სახელმძღვანელოების შექმნის მიზანი ის არის, რომ, სავარაუდოდ, კორონავირუსის საფრთხის შემთხვევაში, სექტემბრიდან მოსწავლეებისთვის კვლავაც ონლაინ რესურსით სწავლის გაგრძელება განიხილება.

თუმცა ონლაინ სახელმძღვანელოების გამოცემა სულაც არ ნიშნავს, რომ ბეჭდური წიგნები არ შენარჩუნდება. უბრალოდ, ელექტრონული და ბეჭდური სახელმძღვანელოები პარალელურ რეჟიმში იქნება.

ფსიქოლოგი მაია ცირამუა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არასდროს შეწინააღმდეგებია ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სიახლეებს, მაგრამ ამ ყველაფერში ოქროს შუალედის დაცვაა საჭირო. არ შეიძლება, მთელი რეალური სამყარო, რეალური სივრცე ჩაანაცვლოს ვირტუალურმა სივრცემ.

„მესმის, პანდემიის სიტუაციაში ონლაინ სწავლება ერთადერთი გამოსავალი იყო, მაგრამ, თუ მომავალშიც ამ რეჟიმში უნდა გადავეწყოთ და ადამიანები მთლიანად მოვწყვიტოთ ცოცხალ ურთიერთობებს, თუნდაც წიგნთან ცოცხალ ურთიერთობას, მასწავლებელთან, სასწავლო პროცესთან ცოცხალ ურთიერთობას, მაშინ გავზრდით რისკებს. რატომ უნდა გადავეწყოთ ელექტრონულ წიგნებზე? უფრო იაფი ჯდება? რაიმე აუცილებლობაა? სხვა ალტერნატივა აღარ არსებობს? ყველაფერი თუ ვირტუალურ სივრცეში მოხდება, კომუნიკაცია თანატოლთან, გართობა, სწავლა, ლიტერატურის გაცნობა, რაღა რჩება მაშინ? ეს ხომ სერიოზულ აუტიზაციას, საკუთარ თავში გამოკეტვას და ურთიერთობების გამოხშირვას გამოიწვევს? შეიძლება იქამდე მივიდეთ, რომ ფეხბურთიც ვირტუალური გახდეს“, - აცხადებს მაია ცირამუა და, შეკითხვის საპასუხოდ, ასეთი ბავშვებისგან როგორი ადამიანები ჩამოყალიბდებიან მომავალში, განმარტავს, რომ ამის წინასწარმეტყველება ცოტა რთულია, მაგრამ ტოტალურ გაუცხოებას რომ გამოიწვევს, ეს ფაქტია.

ფსიქოლოგის განმარტებით, ადამიანი სოციალური არსებაა, მას ჯანსაღი კომუნიკაცია სჭირდება არსებობისთვის, მას სჭირდება ცოცხალი ურთიერთობა, შეხება, ჩახუტება, ეს ჩვენი სიცოცხლის შემადგენელი ნაწილია. შეიძლება, ეს ამ ეტაპზე რისკებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ყოველთვის ხომ ამ რეჟიმში არ ვიცხოვრებთ? ყველაფერი ხომ არ შეიძლება ვირტუალურ სივრცეში მოხდეს? თუ ეს არის კრიზისის შესაბამისი ქმედება, მაშინ გამართლებულია, რომ ბავშვი არ ჩამორჩეს განათლების სისტემას, მაგრამ, თუ ეს არის იდეა, რომ სამომავლოდ ბავშვს ცოცხალი ურთიერთობა ჩაუნაცვლოს ვირტუალურმა პროცესმა, ეს სახიფათოა. ისედაც ამ პერიოდში ძალიან გაიზარდა შფოთვითი აშლილობა ბავშვებში, ძალიან გაიზარდა დამოკიდებულება, გაიზარდა კიბერბულინგის მაჩვენებელი, ამას სერიოზული უარყოფითი მხარეები აქვს და ამის პრევენციაზე უნდა ვიფიქროთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასკოლო კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი, მკვლევარი მუხრან გულიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯერ კიდევ კორონამდელ პერიოდში სამხრეთ კორეაში მთლიანად გადასულები იყვნენ ელექტრონულ წიგნებზე. თუკი ჩვენთან სახელმწიფო უფასო წიგნებს ურიგებს მოსწავლეებს, სამხრეთ კორეაში ურიგებენ პლანშეტს, სადაც ყველა წიგნია ჩატვირთული pdf ან სხვა ფორმატში.

„ვფიქრობ, არ არის ცუდი იდეა, თუკი გამრავალფეროვნდება მასალები და არა მარტო ბეჭდური წიგნები იქნება, არამედ ელექტრონულიც. გარდა იმისა, რომ პანდემიის დროსაც გამოიყენებენ ამ წიგნებს, ისედაც გამრავალფეროვნდება სასწავლო მასალა. ადრე ბევრს საუბრობდნენ, რომ ბავშვებს წიგნების ტარებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ, მშობლები ხშირად წუხდნენ იმაზე, რომ პრობლემა იყო ბავშვებისთვის წიგნების წონა. ამიტომ ელექტრონული წიგნები კარგია წონის პრობლემის გადაჭრისთვის. მეორე მხრივ, არა მარტო ელექტრონული წიგნები, არამედ ელექტრონული სხვა რესურებიც თუ შევა სკოლებში, კარგი იქნება, ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს პროცესორით, კომპიუტერით და ა.შ“, - აცხადებს მუხრან გულიაშვილი და ადასტურებს, სად წიგნიდან და სად ელექტრონული წიგნიდან წაკითხული მასალა, მაგრამ ზოგადად გამრავალფეროვნების კუთხით აუცილებელია ამ სიახლის გაჩენა. მთავარია, რამდენად კარგად იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული, რამდენად დახვეწილად.

„სხვათა შორის, ტელესკოლასაც მინდა გამოვეხმაურო. განათლების სამინისტრო ამბობს, რომ კარგად ჩაიარა ამ პროექტმა, მაგრამ არ არსებობს დამოუკიდებელი საექსპერტო კვლევა, რომელიც დაადასტურებს, რომ კარგად ჩატარდა ეს სასწავლო წელი. ჩემს ირგვლივ ზოგი კმაყოფილია ამ პროექტით, ზოგი - უკმაყოფილო. წესით, განათლების სამინისტრო უნდა იყოს დაინტერესებული იმით, ჩაატაროს ასეთი კვლევა და გამოაქვეყნოს, რამდენ მოსწავლეს ჰქონდა ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა, რამდენმა მოსწავლემ ისარგებლა დისტანციური გაკვეთილებით. პირადად მე ტელესკოლის გაკვეთილების მიმართ უარყოფითად ვარ განწყობილი, რადგან ეს არის მხოლოდ თეორიული მასალის გადაცემა, სხვა არაფერი. სწავლება კი უნდა იყოს ინტერაქტიული და მასწავლებელიც და მოსწავლეც ერთდროულად უნდა ცდილობდნენ, აღმოაჩინონ დისკურსიით ახალი ცოდნა, რაც განათლების მთავარი არსია“.

საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, ექსპერტი განათლების საკითხებში, პროფესორი ზურაბ ვახანია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ აქ მთავარია, რით ასაბუთებს განათლების სამინისტრო ელექტრონული სახელმძღვანელოების შექმნის აუცილებლობას. ისედაც ბავშვს ზედმეტად ბევრ ხანს უწევს კომპიუტერთან ჯდომა და რა საჭიროა, სახელმძღვანელოც კიდევ ეკრანზე წაიკითხოს?!

„კორონავირუსის სავარაუდო მეორე ტალღის პირობებში თუკი დისტანციური სწავლებაა მოსალოდნელი, მით უფრო არ შეიძლება ბავშვმა ელექტრონული წიგნებით ისარგებლოს, ჩვეულებრივი წიგნი უნდა მისცენ, რომ ცოტა ხნით მაინც მოსწყდეს ეკრანს. იგივე ეხება მასწავლებელსაც. მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომა მასწავლებლისთვისაც აუტანელია. როგორც ჩანს, სანამ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინას არ მოიგონებენ, მანამდე იქნება დისტანციური სწავლება. ეს გასაგებია, მაგრამ წიგნი რატომ უნდა იყოს ეკრანზე, ეს ვერ გამიგია. ბეჭდური წიგნები აუცილებელია, განსაკუთრებით, დისტანციური სწავლების დროს. დისტანციური სწავლება კი არ ამცირებს, პირიქით, აძლიერებს ბეჭდური წიგნების აუცილებლობას“, - აცხადებს ზურაბ ვახანია.

trampi ვერ გაიგეეეეთ ხალხნო?? არანაირი წიგნი აღარააა საჭირო
მომდევნო თაობები რაც უფრო შტერები და გაუნათლებლები იქნებინ ისააა მავანთა ხეირი
...............ტელევიზია ---- გვარამია, გრიგოლია, ბეგაშვილი ---- აი განათლება!!!
თქვენ კიდევ წიგნიო.....წიგნი არა შვიშტოკი
რა ატამი..... რის ატამი.....
4 წლის უკან
petrekupry სრულიად ვემხრობი ელექტრონულ სახელმძღვანელოებს. ფოტოზე კინდლია.ძალიან კარგი წამკითხველი. მისი უპირტესობებია" ძალიან ბევრ წიგნს იტევს. დაახლოებით 1500, ადვილი გამოსაყენებელია, როცა აკუმულატორი დაიტენება, ინტენსიუროი გამოყენებისას 3 თვე მაინც ინახება ენერგია, ფურცელზე უკეთესი ხარისხი აქვს და თვალს საერთოდ არ აღიზიანებს. ნაკლი ისაა, რომ პდფ ფაილებს კარგად ვერ კითხულობს, სპეციალურ ფორმატში (mobi) უნდა გადაყვანა ... კარგი იქნება, თუ ექსპერიმენტისათვის რეგიონების თითო სკოლა გადავა ელექტრონულ წიგნზე .... 120 $ ღირს დაახლოებით, მაგრამ მთელ სკოლას დაასრულებინებს მოსწავლეს.... შეუძლია სახელმწიფოს ამაზონთან გამართოს მოლაპარაკება და უფრო იაფადაც შემოიტანოს .... ბუკების დარიგებას, ეს სჯობს ....
4 წლის უკან
trampi პეტრეკუპრი

მხედველობითი მახსოვრობა ხომ იცი რაც არის ?
მერე?/
რამდენჯერ ყოფილა რომ მაგ მხედველობითი მახსოვრობის საშუალებით გონებაში ყველაფერი აღმიდგენია..... სად ეწერა, რის მერე, რამდენი ხაზი იყო
და ა.შ. .(ნამეტნავად სესიების დროს) რასაც ესენი ამბობენ ეგ ბავშვების სწავლის დონის ამაღლებისთვის არააა გამიზნული...პირიქით გამოსათაყვანებლად.... თუ არადა ნახავ
15-17 წელია ყოველწელს სულ ახალ ახალი ,, წარმატებული რეფორმები,, ტარდება ამ განათლების სისტემაში....მაგრამ ბავშვების განათლების დონეზე ეს ,,წარმატებები,, სულ უკუღმა აისახება...თითო--ოროლა ბავშვის გარდა ამ ე.წ. ,,წარმატებული რეფორმების,, შედეგად სულ უფრო და უფრო შტერდებიან ჩვენი ბავშვები
სოსო ცინცაზე ხომ იცი ( აბონ ციციაშვილის ძმაკაცი) ამას წინეებზე ეგ წერდა სადღაც (არ მახსოვს)
მგონი აბიტურიენტების გამოცდებზე თქვა..... გამოცდების მერე სახლში რომ მოვდივარ სუ წამლებსა ვსვამ, ნერვიულობისაგან ინფაქტი რომ არ მივიღო, ბავშვების განათლების დონე ისეთი დაბალია რომ კაცს გული გაუსკდებაო....თან ყოველწელს განათლების დონე სულ უფრო უკან და უკან მიდისო ...
ეგეც შენი განათლების დარგში 15 წლის მანძილზე გატარებული ,,წარმატებული რეფორმების,, შედეგი.... ესე იქნება ეგ შენი ონლაინ სწავლებაც და ონლაინ გაკვეთილ--სახელმძღვანელოებიც
შეიძლება იდეის დონეზე ეგ ამბავი კარგია,(შენ პირს საქარი) მაგრამ სინამდვილეში ,,გამოცდილებიდან გამომდინარე,,უკუღმა იქნება შედეგი, უკუღმა
კახელმა რომ თქვა მეც ეგრე მეგონა, მაგრამ ახლოდან რომ მივედი ქინძავდაო...... ზუსტად ეგრე იქნება ეხლაც
ოღონდ დაქინძულები ჩვენი ბავშვები ანუ საქართველო დარჩება....
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli წიგნი, კინდლი, სწავლა, განათლება ... დალახვრა ეშმაკმა, უკვე დალახვრა!
4 წლის უკან