ინგლისელი არქიეპისკოპოსის მტკიცებით, იესო ქრისტე თეთრკანიანი არ იყო

ინგლისელი არქიეპისკოპოსის მტკიცებით, იესო ქრისტე თეთრკანიანი არ იყო

ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მაცხოვარი თეთრკანიანი არ იყო - ამის შესახებ კენტერბერის არქიეპისკოპოსი ჯასტინ უებლი Twitter-ის გვერდზე წერს.

„იესო ახლო აღმოსავლეთიდან იყო და შესაბამისად თეთრკანიანი არ ყოფილა. ღმერთი უნივერსალურია და მნიშვნელოვანია, ეს ყველას ახსოვდეს“, - წერს არქიეპისკოპოსი და ილუსტრაციებსაც აქვეყნებს, სადაც მაცხოვარი ფერადკანიანია.

პოსტით უებლი მინეაპოლისში აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.