ალია შოკატმა ბრედ პიტთან ურთიერთობაზე პირველი კომენტარი გააკეთა

ალია შოკატმა ბრედ პიტთან ურთიერთობაზე პირველი კომენტარი გააკეთა

ალია შოკატისა და ბრედ პიტის რომანი უკვე თვეებია საზოგადოების განხილვის საგანია, თუმცა არცერთი მათგანი აქამდე არ ჩქარობდა რომანის შესახებ საჯაროდ საუბარს. დუმილი პირველად ალიამ დაარღვია, რომელიც ხელოვანი გახლავთ და საკუთარ ემოციებზე Vulture-თან ისაუბრა.

"მე ამის დაჯერება მიჭირდა! ყველა მეგობარი მიგზავნიდა სტატიებსა და ფოტოებს კითხვით თუ რა ხდებოდა. გაოგნებული ვიყავი. ეს იმ შეგრძნებას ჰგავს, როცა სკოლის დერეფანში შიშველი აღმოჩნდები და ყველა შენ მოგჩერებია,"- აღნიშნა მან.

მიუხედავად ამისა, მან რომანის არსებობაზე უარი განაცხადა და აღნიშნა რომ ისინი უბრალოდ მეგობრები არიან.