„სიმფსონებში“ თეთრკანიანი მსახიობები ფერადკანიან პერსონაჟებს აღარ გაახმოვანებენ

„სიმფსონებში“ თეთრკანიანი მსახიობები ფერადკანიან პერსონაჟებს აღარ გაახმოვანებენ

ამერიკული მულტიპლიკაციური სერიალის „სიმფსონების“ შემქმნელების განცხადებით, თეთრკანიანი მსახიობები ფერადკანიან პერსონაჟებს აღარ გაახმოვანებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ეს გადაწყვეტილება მოყვა მსახიობ მაიკ ჰენრის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ „გრიფინებში“ შავკანიანი პერსონაჟ კლივლენდს აღარ გახმოვანებდა. თავისი გადაწყვეტილება ჰენრიმ იმით ახსნა, რომ ის თეთრკანიანია, პერსონაჟი კი შავკანიანი.

აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას რასიზმისა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.