გულის ფორმის ღვეზელები ფენოვანი ცომითა და უგემრიელესი გულსართით!

გულის ფორმის ღვეზელები ფენოვანი ცომითა და უგემრიელესი გულსართით!

ეს ლამაზი ღვეზელები ნამდვილად დაამაშვენებს თქვენ სადღესასწაულო სუფრას, ხოლო მისი გემო თქვენი რჩეულის გულსაც საბოლოოდ მოიგებს.

ინგრედიენტები

მზა ფენოვანი ცომი - 600 გ

გახეხილი ყველი - რბილი სახეობის, 300 გ

კამა - დაჭრილი, 2 ს/კ

ორაგულის ფილე - ცხლად გამოყვანილი, 160 გ

მწვანე ხახვი - 3 ღერი

მარილი და პილპილი

1 ლიმონის ცედრი

მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი და ამოჭერით გულის ფორმის 6 ფირფიტა.

დაალაგეთ ცომის ფირფიტები დაშორებით ერთმანეთისგან. თითოეულში მონიშნეთ დანით შიდა კონტური და ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით მთელი ზედაპირი. კიდეების გარდა.

აცხვეთ ცომის გულები, სანამ არ დაიბრაწება - დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში.

შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან კოვზით ფრთხილად ამოიღეთ დანით მონიშნული გული, რომ დატოვოთ ჩაღრმავება გულსართისთვის.

გააცივეთ კარგად, შემდეგ მოაშორეთ ნაფშხვენები, რომ გულსართში არ მოხვდეს.

გულსართისთვის გახეხეთ ლიმონის ცედრა წვრილად. შეურიეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი კამა. დაუმატეთ მარილი და პილპილი (თუ ძალიან სქელი მასა გამოგივიდათ, გაათხელეთ რძით). გაანაწილეთ გულსართი გულის ფორმის ცომის ჩაღრმავებებში, ზემოდან დაადეთ ორაგულის ნაჭერი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი.

ასევე მოაყარეთ დარჩენილი ლიმონის ცედრა, დაჭრილი კამა და პილპილი.