ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ცხოვრებიდან საზოგადოებამ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი შეიტყო, რომელიც პრინც უილიამსა და მის საოცნებო პროფესიას შეეხება.. როგორც ირკვევა, დედოფლის ბრძანებით, მას მოუწია უარი ეთქვა საქმეზე, რომელიც ყველაზე მეტად სურდა.
საქმე სამხედრო საქმიანობას ეხება, კემბრიჯის ჰერცოგს სურდა ამ სფეროში დარჩენილიყო,. თუმცაღა დედოფლის დაჟინებით, რომელიც ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარეობს, მან უარი თქვა საკუთარ გადაწყვეტილებაზე.