დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეთე ფრედერიქსენმა ევროკავშირის სამიტის გამო ქორწილი გადადო.
ამის შესახებ ფრედერიქსენმა Facebook-ზე დაწერა. COVID-19-ის შემდეგ აღდგენის ფონდის ინიციატივებთან დაკავშირებული სამიტი 17-18 ივლისს გაიმართება. ეს პირველი შეხვედრაა, რომელსაც ლიდერები კორონავირუსით გამოწვეული ლოქდაუნის შემდეგ დაესწრებიან.
დანიის პრემიერ-მინისტრი ქორწილს 18 ივლისს გეგმევდა.
მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იძულებულია ქორწილი გადადოს, რადგან დანიის ინტერესები უნდა დაიცვას.
მეთე ფრედერიქსენს ქორწილი ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში უნდა ჰქონოდა, თუმცა მაშინ გეგმა საყოველთაო არჩევნების გამო ჩაეშალა.