ვაინონა რაიდერი ამტკიცებს, რომ მელ გიბსონი ჰომოფობურ და ანტისემიტურ ფრაზებს იყენებდა ერთ-ერთ წვეულებაზე, რომელზეც მსახიობები 1990-იან წლებში აღმოჩნდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
რაიდერი იხსენებს, რომ წვეულებაზე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მეგობართან ერთად მივიდა. მისი თქმით, როცა გიბსონმა ამის შესახებ შეიტყო, რაიდერის მეგობარს უთხრა: „დაიცადე, ესე იგი ახლა შიდსით დავინფიცირდები?“. შემდეგ კი, როცა ვიღაცამ საუბარში ებრაელები ახსენა, გიბსონმა რაიდერს ჰკითხა: „შენც ღუმელს ხომ არ გადაურჩი?“. რაიდერის თქმით, ასე გიბსონმა მის ებრაულ წარმოშობასა და ფაშისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს შორის კავშირზე მიანიშნა.
რაიდერი ამ შეხვედრას პირველად არ იხსენებს. ჯერ კიდევ 2010 წელს მან გიბსონთან საუბრის შესახებ GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში მოყვა.
თავად გიბსონს რაიდერის სიტყვებზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისმა წარმომადგენლებმა დღეს რაიდერის ბრალდებებს სრული სიცრუე უწოდეს.