ტონი შერიდანი საავადმყოფოში აღმოჩნდა

ტონი შერიდანი საავადმყოფოში აღმოჩნდა

ცნობილი ბრიტანელი მუსიკოსი ტონი შერიდანი თავის დროზე ჯგუფთან „The Beatles” თანამშრომლობდა და ლივერპულელ ოთხეულთან ერთად სცენაზე არაერთხელ გამოსულა.

ამჟამად ტონი შერიდანი 72 წლის გახლავთ და დროდადრო კონცერტებსაც მართავს.

რამდენიმე დღის წინ მომღერალი გერმანიაში იმყოფებოდა და უცებ თავი შეუძლოდ იგრძნო. მუსიკოსი ქალაქ მიუნჰენის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააწვინეს.

ჯერჯერობით უცნობია შერიდანს რა დაავადება აწუხებს, თუმცა გავრცელდა ცნობა რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ყოფილ კოლეგას სერ პოლ მაკარტნიმ და რინგო სტარმა თანაგრძნობის წერილები უკვე გამოუგზავნეს. გერმანელი ექიმების ვარაუდით, შერიდანს უახლოეს დღეებში სამშობლოში გადაიყვანენ და მკურნალობას ქალაქ ლონდონში გააგრძელებს.