კონგრესმენი ალექს მუნი: საქართველო რეგიონის ლიდერია დიაგნოსტიკური ტესტებისა და კვლევის მიმართულებით

კონგრესმენი ალექს მუნი: საქართველო რეგიონის ლიდერია დიაგნოსტიკური ტესტებისა და კვლევის მიმართულებით

რესპუბლიკელი კონგრესმენი დასავლეთ ვირჯინიის შტატიდან, ალექს მუნი საქართველოს ბრძოლას გლობალურ პანდემიასთან Twitter-ზე გამოეხმაურა.

„ამაყი ვარ იმ ძლიერი პარტნიორობისა, რომელსაც აშშ-ის იზიარებს საქართველოსთან. ჯანმრთელობის მსოფლიო კრიზისის განმავლობაში, ჩვენმა მოკავშირემ შეინარჩუნა გამძლეობა, განავითარა ღრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ის რეგიონის ლიდერია დიაგნოსტიკური ტესტებისა და კვლევის მიმართულებით“, - წერს კონგრესმენი.

საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 914 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 771, გარდაიცვალა 14 ადამიანი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.